საიუველირო წარმოებაში, ვოლფრამის გამოყენება, დიდი ხანი არ არის რაც დაიწყეს. რითი განსხვავდება ის სხვა ლითონებისგან და რა არის მასში ისეთი უნიკალური, რომ მისი სამკაული ვატაროთ?

    ვოლფრამის მთავარი ღირსება, უდაოდ მისი სიმაგრეა. ის მხოლოდ ალმასს თუ ჩამოუვარდება ამ ფიზიკური თვისებით. ვოლფრამით დამზადებული სამკაული მრავალი წელი ინარჩუნებს პირვანდელ სახეს. თქვენ, თამამად შეგიძლიათ ლუდის ბოთლის გახსნა, ან შუშაზე ავტოგრაფის დატოვება :)  არ უჩნდება ნაკაწრები, არ განიცდის დეფორმაციას და არ იჟანგება. არ არის ალერგიული. სიმაგრის გარდა - ის საკმაოდ მძიმე ლითონია (ვოლფრამის სიმკვრივე 19,1 გრ/სმ3). ეს მისი ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია. 

   ვოლფრამი 1783 წელს აღმოაჩინეს. სახელწოდება გერმანულიდან მოდის «Wolf Rahm»  რაც “მგლის ქაფს ან დუჟს” ნიშნავს. აშშ-სა და სხვა ბევრ ქვეყანაში მას «Tungsten» უწოდებენ, რაც შვედურიდან ითარგმნება როგორც “მძიმე ქვა”. მიუხედავად სიმაგრისა - ის საკმაოდ მყიფე და მსხვრევადი ლითონია, ამიტომ მას მცირეოდენ ნახშირბადი ემატება. ამ შენადნობს ვოლფრამის კარბიდი ეწოდება (სიმკვრივე 15,77 გრ/სმ3). მას ფართოდ გამოიყენებენ ტექნიკასა (მჭრელი დეტალები) და სამხედრო წარმოებაში.

   შემდეგ სტატიაში წაიკითხეთ: რა არის საიუველირო ფოლადის სამკაული!

სტატიის ავტორი a, 2020-05-07


კომენტარები