მსოფლიოს მონარქთა რეგალიებში ყველაზე ცნობილი ალბათ სწორედ ეს გვირგვინია. მას მრავალი ისტორიული ძვირფასი ქვა ამშვენებს: გვირგვინის ზედა ჯვარში მოთავსებულია წმინდა ედუარდის საფირონი, წინა ჯვარში -  შავი პრინცის ლალი, მის ქვემოთ - ალმასი კულინან II, გვირგვინის უკანა ნაწილში კი სტიუარტების საფირონი. სულ გვირგვინში 2868 ალმასი, 273 მარგალიტი, 17 საფირონი, 11 ზურმუხტი და 5 ლალი არის გამოყენებული.

     გვირგვინის ბოლო ვერსია, რომელიც ამჟამად ლონდონის თაუერში ინახება, დამზადებულია 1911 წელს გეორგ მეხუთის ინაუგურაციისთვის. ის თითქმის იგივეა რაც დედოფალ ვიქტორიას გვრიგვინი. მასში შეცვლილია რამოდენიმე ძვირფასი ქვა, არის უფრო მსუბუქი და სატარებლად მოსახერხებელი. 

     ყოველწლიურად, დედოფალი სწორედ ამ გვირგვინით შემკული ხსნის პარლამენტის მორიგ სესიას. ტრადიციულად გვირგვინს და სხვა სამეფო რეგალიებს, ბუკინგემიდან ვესტმინსტერის სასახლეში ცალკე ეტლით მიაბრძანებენ.

მეფე გეორგ მეხუთის ინაუგურაცია 1911წ.

 

დედოფალ ელისაბედ II -ის ინაუგურაცია 1952წ.

 

 

გვირგვინის უკანა ხედი.

შემდეგ ბლოგში თქვენ წაიკითხავთ, როგორ აფასებენ ბრილიანტს და რა უნდა იცოდეთ მის შესახებ!

სტატიის ავტორი ზურა კობაიძე, 2020-04-19


კომენტარები

         1937 წელს, თრიალეთში, არქეოლოგიური გათხრების დროს, ერთ-ერთ ყორღანში აღმოჩენილი იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის ცნობილი არქეოლოგიური ექსპონატი - თრიალეთის ვერცხლის თასი, რომელიც ძვ. წ. მეორე ათასწლეულის პირველ ნახევარს ეკუთვნის.    თასის ზედა ფრიზზე, ჭედური წესით შესრულებულია სარიტუალო მსვლელობა, რომელიც წმინდა სასმელის გამოყენებით მიმდინარეობს, ხოლო ქვედაზე გამოსახულია ფურირმები.    მეცნიერთა უმეტესობა მიიჩნევს რომ ექსპონატზე გამოსახული თასების შიგთავსი ღვინო უნდა იყოს რაც სავსებით ბუნებრივია საქართველოსთვის, სადაც გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ მეშვიდე ათასწლეულის ბოლოს შეთვისებული ჰქონდათ ვაზის და ღვინის კულტურა.
{s_blog_read_more}

     ეს ჯვარი ქართული საიუველირო ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუში გახლავთ. ის შემკულია ხუთი ბრტყელი ლალით, ოთხი დაწახნაგებული ზურმუხტით და ექვსი მარგალიტით. ჯვრის უკანა პირზე სევადით გამოყვანილი ასომთავრული წარწერაა, რომელიც გვამცნობს, რომ მისი მფლობელი მეფეთ-მეფე თამარი იყო. ,,ძელო ჭეშმარიტო, ძელო ჯვარისაო, შენითა წინაძღომითა ყოველთავე შემწე და მფარველ ექმენ მეფესა და დედოფალსა თამარს''.  სიცოცხლეში თამარ მეფე ამ ჯვარს არ იშორებდა.     X-XIII საუკუნეები ერთიანი საქართველოს მეცნიერების ,კულტურის და ხელოვნების რენესანსის პერიოდად ითვლება. ამ დროის ქართული ეკლესიების კედლებზე შემონახული ფრესკული მხატვრობა ადასტურებს სამკაულის წარმოების აღმავლობას, მაგრამ თვით სამკაულის ნიმუშები სამწუხაროდ საკმაოდ მცირე რაოდენობით შემოგვრჩა.    თამარის გარდაცვალების შემდეგ ჯვარს დაუმზადეს ტიხრული მინანქრით შემკული სპეციალური ყუთი – სტავროთეკა, და როგორც ქართველი ხალხის ერთ-ერთი უწმინდესი სალოცავი, დასაცავად გადასცეს გელათის მონასტერს სადაც 1921 წლამდე ინახებოდა, სანამ სხვა სამუზეუმო ფასეულობასთან ერთად არ გაიტანეს საფრანგეთში. 1945 წელს, დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის ექვთიმე თაყაიშვილის მეოხებით, განძი საქართველოს დაუბრუნდა.
{s_blog_read_more}

            საქართველო საიუველირო ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი და უმდიდრესი კერაა. იგი სამართლიანად ითვლება ლითონის დამუშავების ერთ-ერთ უძველეს სამშობლოდ მსოფლიოში. არქეოლოგიური მასალები მოწმობენ, რომ აქ ადამიანები სპილენძს პირველად ჯერ კიდევ ძვ.წ. III ათასწლეულში ამუშავებდნენ და საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე ტომებმა უკვე იცოდნენ ბრინჯაოს დამზადება. იმ დროიდანვე ეუფლებიან ისინი სხვა ლითონებსაც: ტყვიას, ვერცხლსა და ოქროს.     განსაკუთრებით დიდი რაოდენობის სამკაული აღმოჩნდა ვანის ნაქალაქარში 1969წელს. ქალის სამკაულის რამდენიმე სრული კომპლექტი, რომლებიც შეიცავს ჭედური ორნამენტით შემკულ თავისებურ დიადემებს, სხვადასხვა ფორმის საყურეებსა და სასაფეთქლე საკიდებს, ყელსაბამებსა და სამაჯურებს.       ვანის ნაქალაქარის სამარხები ყველა საფუძველს გვაძლევს იმისათვის, რომ (ძვ.წ. V-IV საუკუნეები),  ძველ ვანში არსებობდა პროფესიონალ ხელოსანთა მძლავრი სკოლა, რომელიც ურთულესი ტექნიკური ხერხების (კვერვა, რჩილვა, ჭედვა, გავარსი, ტვიფრვა) გამოყენებით საუკუნეების მანძილზე ქმნიდა მხატვრული ოქრომჭედლობის ბრწყინვალე ნიმუშებს.     საინტერესოა  ვანში აღმოჩენილი ოქროს გავარსიანი ნივთები, რომლებიც ადგილობრივი ნახელავია. 0,1-0,2მმ დიამეტრის მქონე ოქროს ბურთულები დიდი სიზუსტით არის ჩამოსხმული და დარჩილული ნივთების ზედაპირზე. შუქ-ჩრდილის უნატიფესი თამაში ისეთ ნივთებზე, როგორიცაა, მაგ.: კუს გამოსახულებით შემკული ყელსაბამი ნამდვილი ფერადოვნების ეფექტს იძლევა. მხატვრული თვალსაზრისით გავარსი პოლიქრომიის შემცვლელია და  აცოცხლებს და ასხივოსნებს ოქროს ზედაპირს.   წყარო: http://saunje.ge/index.php?id=585&option=com_content&Itemid=15&lang=en http://www.dzeglebi.ge/statiebi/xelovneba/qartuli_saiuveliro_xelovneba.html
{s_blog_read_more}