ალბათ ყველას გაგიგიათ რომ ოქროს სამკაული სხვადასხვა სინჯის არსებობს, მაგრამ ბევრმა არ იცის რას ნიშნავს და როგორ განისაზღვრება ის. დავიწყოთ იქიდან რომ ყველა სამკაული არის ოქროს შენადნობი და არა მხოლოდ ოქრო. ვინაიდან ის საკმაოდ რბილი მეტალია და ადვილად ზიანდება. ამიტომ მას სხვა მეტალებსაც ურევენ (ძირითადად ვერცხლს და სპილენძს), სიმაგრე და სხვადასხვა ელფერი რომ მიანიჭონ. რაც შეეხება სინჯს (ე.წ. „პრობს“) - მსოფლიოში ძირითადად გამოიყენება მეტრული ან კარატული (ქვის წონის ერთეული კარატი სხვა სიდიდეა) სინჯის განმსაზღვრელი სისტემა. მეტრულ სისტემაში, აბსოლუტურად სუფთა 100% ოქროს სიდიდედ აღებულია 1000. თუ ნაკეთობა არის 585 სინჯის - ესნიშნავს რომ მასში 585 წილი არის სუფთა ოქრო და დანარჩენი 415 წილი -სხვა მეტალები (ვერცხლი, სპილენძი, პალადიუმი და ა.შ). ანუ 58,5% ოქრო და 41,5% სხვა მეტალები, ანუ ლიგატურა. შესაბამისად 750 სინჯში - 75% ოქრო და 25% ლიგატურა. 958 სინჯში - 95,8% ოქრო და 4,2% ლიგატურა და ა.შ. რაც შეეხება კარატულ სისტემას - პრინციპი იგივეა, მხოლოდ სუფთა 100% ოქროს განმსაზღვრელ სიდიდედ აღებულია 24 კარატი. მარტივი არითმეტიკული გადათვლით ჩანს რომ მაგ. 18 კარატი შეესაბამება 750 სინჯს (ე.ი. 75% ოქრო), 14 კარატი კი 583/585 სინჯს (უფრო ზუსტად 583,3333) და ა.შ.

 

ოქროს სინჯის სისტემები

 

მეტრული სისტემა

 

999

958

750

585

583

500

375

კარატული სისტემა

 

24

23

18

14

14

12

9

სუფთა ოქროს წილი

 

99.9%

95.8%

75%

58.5%

58.3%

50%

37.5%

სტატიის ავტორი ზურა კობაიძე, 2020-03-30


კომენტარები

რა არის საიუველირო ფოლადი? ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა ფოლადის სამკაულმა მთელ მსოფლიოში. უჟანგავი ფოლადის ისტორია იწყება 1913 წლიდან, როდესაც ინგლისელმა მეცნიერმა Harry Brearley -მ, ქრომის დამატებით მიიღო კოროზიისადმი მდგრადი ლითონი. ტექნოლოგიების განვითარებამ ხელი შეუწყო ამ მეტალის პოპულარიზაციას. მას უამრავ სფეროში გამოიყენებენ, მაგრამ ჩვენ შევეხებით ამ ლითონის ერთ-ერთ ნაირსახეობას, რომელსაც 316L ჰქვია (რუსული ГОСТ-ის მოყვარულთავის კი 03Х17Н14М3). ამ საოცარი მეტალის გამოყენების სფერო მრავალია: სამედიცინო ინსტრუმენტები, ინპლანტანტები, საოჯახო ჭურჭელი, სამკაული და სხვა. ის აბსოლუტურად ჰიპოალერგენულია, არ განიცდის კოროზიას. მასზე არ მოქმედებს ულტრაიისფერი სხივები და ზღვის წყალი. მექანიკური დაზიანებებისადმი მდგრადია. ამ ლითონისგან დამზადებული სამკაული დიდხანს ინარჩუნებს პირვანდელ სახეს. არის უფრო იაფი ვიდრე ვერცხლი და საკმაოდ ეფექტურად გამოიყურება. ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს, რომ თუ თქვენი საყვარელი ფოლადის ბეჭედი დაგიპატარავდათ - ზომის შეცვლას ვერ შესძლებთ. მნიშველოვანია ისიც, რომ სხვა ტიპის ბიჟუტერიისგან განსხვავებით ის არ შეიცავს ტყვიას. საიუველირო (ან უჟანგავი) ფოლადისგან თითქმის ყველა ტიპის და სტილის სამკაულს ამზადებენ. მისი სიმაგრე იძლევა იმის საშუალებას, რომ დიზაინერმა სამკაულში გამოიყენოს ისეთი ფორმები, რომლებსაც ვერ შესძლებს ძვირფას მეტალებში მათი სირბილის გამო. სხვადასხვა ფერების მისაღებად ამ ტიპის სამკაულში გამოიყენება ე.წ. PVD (Physical Vapor Deposition) დაფარვა. გალვანური (ჩვეულებრივი მოოქროვება) მეთოდისგან განსხვავებით, ეს მეთოდი გულისხმობს ვაკუუმში ერთი მეტალის მოლეკულებით მეორე მეტალის დაფარვას. ამ ტიპის მოოქროვება დიდი მდგრადობით გამოირჩევა და მრავალი წელი ამშვენებს სამკაულს. ძალიან ბევრ ცნობილ საიუველირო კომპანიას აქვს ამ მეტალის სამკაულის კოლექციები. ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ამ ტიპის სამკაული არანაირ განსაკუთებულ მოვლას არ საჭიროებს. მისი გაწმენდა ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო პირობებში შეგიძლიათ, სველი ტილოს, ან რბილი ჯაგრისის საშუალებით.   შემდეგ სტატიაში გაიგეთ რა არის ვოლფრამის სამკაული!
{s_blog_read_more}

   დედამიწის წიაღში ბევრი იშვიათი და ძვირფასი ქვა მოიპოვება, რომლებიც ჩვენს სამკაულს ამშვენებს, მაგრამ მათ შორის უპირობო ლიდერი მაინც ალმასი არის. დაწახნაგებულ ალმასს (მრგვალ 57 წახნაგად დამუშავებულ ალმასს „ბრილიანტი“ ეწოდება) განუმეორებელი ელვარება, ციალი და სიმაგრე გააჩნია. მის მაღალ ფასს, გარდა ამ თვისებებისა, მისი იშვიათობა და მოპოვების სირთულე განსაზღვრავს. არსებობს ეკონომიკური ფაქტორიც - ტრანს ნაციონალური კომპანია „დე ბირსის“ როლი, რომელიც თითქმის 100 წელია უკვე მსოფლიო მონოპოლისტი და ალმასის ნედლეულის ფასის განმსაზღვრელად გვევლინება. რაც შეეხება ბრილიანტის შეფასებას! მხოლოდ და მხოლოდ 4 პარამეტრი განსაზღვრავს მის ფასს (ეს პრინციპი არ ეხება ფანტაზიური ფერის ალმასებს). ეს პარამეტრებია: წონა (carat), სისუფთავე (clarity), ფერი (color) და დამუშავების ხარისხი (cut). აი ამ 4C პარამეტრით დგინდება ბრილიანტის ფასი. სხვადასხვა მოარული აზრი, რომ რუსული ბრილიანტი კარგია და დავუშვათ აფრიკული არ ვარგა - არის სრული აბსურდი. ყველა საბადოზე მოიპოვება მაღალი და დაბალი ხარისხის ნედლეული და ყველა კატეგორიას თავისი ფასი აქვს. გარდა ამისა, თქვენ შეიძლება მოსკოვში შეიძინოთ ბრილიანტი, რომელიც მაგალითად სამხრეთ აფრიკაშია მოპოვებული და კეიპტაუნში კი პირიქით. ასე რომ დანარჩენი ყველა ისტორიები, რომლებსაც გასაყიდ ბრილიანტს „გარნირად“ აყოლებენ ხოლმე - მხოლოდ მომხმარებლის გასაბრუებლად გამოიყენება!  შემდეგ სტატიაში თქვენ წაიკითხავთ, რა უნდა იცოდეთ ოქროს სინჯის შესახებ!
{s_blog_read_more}

   Gold filled ტექნოლოგია სამკაულის ოქროთი დაფარვის ყველაზე ხარისხიან ფორმად შეიძლება ჩაითვალოს. დაფარვის სისქე იმდენად დიდია, რომ ნაკეთობის წონის 5-10% -ს ოქრო წარმოადგენს. ამ ტიპის სამკაული, რამოდენიმე ათეული წლის განმავლობაში ინარჩუნებს პირველად სახეს და ფერი არ გადასდის.  საკმაოდ პოპულარულია აშშ-სა და ევროპაში.     მისი წარმოება უჟანგბადო გარემოში ხდება. მეტალი ცხელდება 900 გრადუსამდე და 170 ატმოსფერო წნევის ქვეშ მასზე ოქროს დადუღება ხდება. ძირითადი მეტალი შეიძლება იყოს ვერცხლი, თითბერი, სპილენძი. დაფარვის სისქე რამდენიმე ასეული მიკრონი გამოდის.    აშშ-ში ამ კატეგორიის ნაკეთობების დამზადება ფედერალური კანონის შესაბამისად ხდება, რომელსაც  Federal Trade Commission (FTC) აკონტროლებს. Gold filled სამკაულის დამღაზე უნდა ეწეროს GF.   მაგალითად, თუ დამღაზე აღნიშნულია  1/20 14kt GF, ნიშნავს რომ ეს არის 14 კარატი (ანუ 585 სინჯის) Gold filled ნაკეთობა, რომელშიც ოქროს წონა 1/20-ია, ანუ 5%.    უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე:  https://en.wikipedia.org/wiki/Gold-filled_jewelry     P.S. ვერსად მოვიძიე "gold filled" -ის ქართული შესატყვისი, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
{s_blog_read_more}

       ბერილი ალბათ ყველას გაუგია, მაგრამ უმეტესობამ შეიძლება არ იცოდეს, რომ ეს კეთილშობილი მინერალი ბევრ ძვირფას ქვას აერთიანებს.     ვისაც ქიმია უყვარს - ბერილი სილიკატების ჯგუფის მინერალია და მისი ფორმულა ასე შთამბეჭდავად გამოიყურება:  Al2[Be3(Si6O18)].     სუფთა ბერილი უფერო მინერალია, მაგრამ ბუნებაში მას ხშირად ახლავს მინარევები (ე.წ. აქცესორები). მაგალითად რკინის Fe მინარევი მოცისფრო, მომწვანო, ან მოყვითალო ელფერს აძლევს. მანგანუმი Mn - წითელს ან ვარდისფერს, ქრომი Cr კი -  მწვანეს.    ზუსტად ამ მინარევების წყალობით ბუნება გვჩუქნის ისეთ მშვენიერ, განუმეორებელ ძვირფას ქვებს, როგორებიც არის: ზურმუხტი (მწვანე), აქვამარინი (ცისფერი), მორგანიტი (ვარდისფერი), ბიგსბიტი (წითელი), ჰელიოდორი (ყვითელი).       ამ ჩამონათვალში მოხვედრილი ძვირფსი ქვების უმეტესი ნაწილი საკმაოდ ეგზოტიკური და იშვიათია, რასაც ვერ ვიტყვით ზურმუხტსა და აქვამარინზე. ეს ულამაზესი ქვები უამრავ უძვირფასეს, იშვიათ და ისტორიულ სამკაულს ამშვენებენ.       ბრილიანტების შეფასების შესახებ სტატიაში, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ მის ღირებულებაზე არ მოქმედებს ადგილწარმოშობა. რასაც ვერ ვიტყვით ფერად ძვირფას ქვებზე. მაგალითად ზურმუხტი მოიპოვება კოლუმბიაში, ბრაზილიაში, ავღანეთში, აფრიკაში, რუსეთში ურალზე თუ არ ვცდები ამოწურულია.  ყველა საბადოზე მოპოვებულ ზურმუხტს თავისი ელფერი, ფორმა და განუმეორებელი თვისებები გააჩნია. კოლუმბიურს მოლურჯო-მომწვანო ფერი აქვს, ავღანურს - სუფთა ღრმა მწვანე და ა.შ.                                       
{s_blog_read_more}

      საიუველირო წარმოებაში, ვოლფრამის გამოყენება, დიდი ხანი არ არის რაც დაიწყეს. რითი განსხვავდება ის სხვა ლითონებისგან და რა არის მასში ისეთი უნიკალური, რომ მისი სამკაული ვატაროთ?     ვოლფრამის მთავარი ღირსება, უდაოდ მისი სიმაგრეა. ის მხოლოდ ალმასს თუ ჩამოუვარდება ამ ფიზიკური თვისებით. ვოლფრამით დამზადებული სამკაული მრავალი წელი ინარჩუნებს პირვანდელ სახეს. თქვენ, თამამად შეგიძლიათ ლუდის ბოთლის გახსნა, ან შუშაზე ავტოგრაფის დატოვება :)  არ უჩნდება ნაკაწრები, არ განიცდის დეფორმაციას და არ იჟანგება. არ არის ალერგიული. სიმაგრის გარდა - ის საკმაოდ მძიმე ლითონია (ვოლფრამის სიმკვრივე 19,1 გრ/სმ3). ეს მისი ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია.     ვოლფრამი 1783 წელს აღმოაჩინეს. სახელწოდება გერმანულიდან მოდის «Wolf Rahm»  რაც “მგლის ქაფს ან დუჟს” ნიშნავს. აშშ-სა და სხვა ბევრ ქვეყანაში მას «Tungsten» უწოდებენ, რაც შვედურიდან ითარგმნება როგორც “მძიმე ქვა”. მიუხედავად სიმაგრისა - ის საკმაოდ მყიფე და მსხვრევადი ლითონია, ამიტომ მას მცირეოდენ ნახშირბადი ემატება. ამ შენადნობს ვოლფრამის კარბიდი ეწოდება (სიმკვრივე 15,77 გრ/სმ3). მას ფართოდ გამოიყენებენ ტექნიკასა (მჭრელი დეტალები) და სამხედრო წარმოებაში.    შემდეგ სტატიაში წაიკითხეთ: რა არის საიუველირო ფოლადის სამკაული!
{s_blog_read_more}

     თუ საზღვარგარეთ, ან რომელიმე უცხოურ საიტზე დააპირებთ ბეჭდის შეძენას - ეს ცხრილი დაგეხმარებათ ზომის დადგენაში.  
{s_blog_read_more}

  როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ტიტანის და საიუველირო ფოლადის სამკაული? საიუველირო წარმოებაში დიდი ხანია წარმატებით გამოიყენება და დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს ტიტანის და ფოლადის სამკაული. რითი განსხვავდება ეს ორი მეტალი და რა თვისებები გააჩნია მათ? ტიტანის ძირითადი მახასიათებელია სიმაგრე და სიმსუბუქე. ის თითქმის აბსოლუტურად ინერტულია გარემოსთან (ანუ არ იჟანგება და ფერს არ იცვლის) და ჰიპოალერგენულია. ამ მეტალით დამზადებულ სამკაულს უნდა ერტყას დამღა “Titanium”. საიუველირო ფოლადთან შედარებით ის ბევრად უფრო ძვირი ღირს და უჩვეულოდ მსუბუქია. რაც შეეხება საიუველირო ფოლადს: ამ მეტალის სახელწოდებაა “316L”. ეს უკანასკნელი ასევე ფართოდ გამოიყენება საათების წარმოებასა და ორთოპედიაში, ვინაიდან, როგორც ტიტანს, მასაც გააჩნია ანტიალერგიული თვისებები და აბსოლუტურად მდგრადია გარემოსთან. ამ მეტალისგან დამზადებულ სამკაულზე შეიძლება მითითებული იყოს: 316L, St. Steel ან Stainless Steel.
{s_blog_read_more}

აგატი კვარცის SiO2 -ის ფარულკრისტალური სახეობაა. მოოსის შკალით სიმაგრე 6,5-7. სიმკვრივე 2,6 გ/სმ3. ნახევრად გამჭვირვალე ან გაუმჭვირვალე. ის ფერების თითქმის მთელ პალიტრას მოიცავს, რასაც სხვადასხვა აქცესორული მინერალები განსაზღვრავენ. რას ამბობენ ეზოთერიკოსები ბუნებში აგატის ბევრი სახეობა არსებობს და ყველა მათგანს განსხვავებული მაგიური თვისებები აქვს, მაგრამ ყველა სახის აგატი იცავს მფლობელს უარყოფითი ზემოქმედებისგან. ეს არის ძლიერი დამცავი ქვა, რომელსაც წარმატების მოტანაც შეუძლია, რადგან აძლიერებს პოზიტიურ შინაგან ენერგიას, მატებს საკუთარი თავის რწმენას, გონიერებას და წინდახედულებას. აქატი მფლობელს ეხმარება, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოს სულიერი წონასწორობა და ჯანსაღი ფსიქიკა. ითვლება, რომ აგატი ხელს უწყობს ორატორული და შემოქმედებითი უნარების განვითარებას, ამიტომ საუკეთესო თილისმაა არტისტული და შემოქმედებითი ბუნების ადამიანებისთვის. აქატი მფლობელის გარშემო ჰარმონიულ აურას ქმნის და ირგვლივმყოფებში მისდამი კეთილგანწყობას ბადებს. თუ აქატს აჩუქებთ ადამიანს, რომელიც მოგწონთ, მისგანაც საპასუხო სიმპათიას მოიპოვებთ, ხოლო თუ საყვარელ ადამიანთან დროებით განშორება გიწევთ, აჩუქეთ ერთმანეთს აქატის ქვები და თქვენს გრძნობებს დრო და მანძილი ვერაფერს დააკლებს. რას ამბობენ ასტროლოგები ყვლა სახის აგატი ყველაზე უკეთ მოერგება კუროს. ასევე შეესაბამება მერწყულის, კირჩხიბის, ტყუპებისა და სასწორის ნიშნით დაბადებულებს.      
{s_blog_read_more}

მარგალიტი  ორგანული ძვირფასი ქვების ერთ-ერთი წარმომადგენელია. — მინერალური წარმონაქმნი, რომელიც ვითარდება ზოგიერთი მოლუსკის  სხეულში მოხვედრილი უცხო სხეულის გარშემო სადაფის შემოზრდით. მარგალიტის ქიმიური შედგენილობაა CaCO3. არსებობს თეთრი, მოვარდისფრო, ყვითელი და შავი მარგალიტი. ზომით მიკროსკოპულიდან რამდენიმე სმ-მდეა. აქვს გლუვი ბზინვარე ზედაპირი. სწორი ფორმის მსხვილი მარგალიტი მეტად ძვირფასია. მას ძველთაგანვე იყენებენ სამკაულებისათვის.   რას ამბობენ ეზოთერიკოსები მარგალიტი ქალური საწყისის და წყლის სტიქიის ენერგიის მატარებელია. ხელს უწყობს კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ბედნიერებას. მარგალიტი სიყვარულისა და ერგულების სიმბოლოა, სისუფთავესა და უმანკოებას განასახიერებს. მას შეუძლია დაგიცვათ მოღალატე ადამიანებისგან. მარგალიტის ტარება სულიერ სიმშვიდეს და წონასწორობას მოგანიჭებთ, შეგმატებთ რწმენას და სიბრძნეს, დაგეხმარებათ საკუთარი თავის პოვნაში.  ითვლება, რომ მარგალიტი ძალიან მალე ეჩვევა თავის მფლობელს და რეაგირებს მის მდგომარეობაზე. მარგალიტი, როგორც ერთგულებისა და სიყვარულის სიმბოლო,  ხშირად გამოიყენება ხატებისა და საეკლესიო ნივთების შესამკობად. რას ამბობენ ასტროლოგები ზოდიაქოს ნიშნებიდან მარგალიტს შეესაბამება კირჩხიბი, სასწორი და თევზები.    
{s_blog_read_more}

სერპენტინი სილიკატური ჯგუფის მინერალი. სიმაგრე მოოსის შკალით 2,5-4. სიმკვრივე 2,2-2,9გრ/სმ3. რას ამბობენ ეზოთერიკოსები ითვლება, რომ სერპენტინი გამწმენდი ქვაა და  ასუფთავებს ასტრალური ჭუჭყისგან, ადამიანის დაზიანებული ველიდან განდევნის უარყოფთ ემოციებს და წარმონაქმნებს. ამიტომ ამ ქვას იყენებენ  სომატური და ფსიქიკური დაავადებების მკურნალობისას. სერპენტინის ამულეტი იცავს ავი თვალისგან და ჯადოსგან. ეხმარება მათ, ვისაც სამყაროს დაფარული კანონზომიერებების შეცნობის სურვილი გააჩნია და საიდუმლო მეცნიერებებით არის დაინტერესებული. შამანები და ქურუმები სერპენტინს იყენებდნენ მედიტაციის გასაძლერებლად და მიღმიერ სამყაროსთან  დასაკავშირებლად. სერპენტინი იწოვს მფლობელზე მიმართულ ნეგატიურ ენერგიასაც და თვითონ მფლობელის უარყოფით განცდებსაც. უარყოფითი ენერგიისგან გასასუფთავებლად საჭიროა  ქვა პერიოდულად წყალში მოვათავსოთ. სერპენტინის ძლიერი ენერეტიკა მფლობელს ანიჭებს სულიერ წონასწორობას და დაცულობის განცდას.   რას ამბობენ ასტროლოგები სერპენტინი ყველაზე მეტად ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს შეესაბამება. ასევე, კარგად ეწყობა კუროს, თხის რქას და მორიელს.      
{s_blog_read_more}

  ლაბრადორიტი გაბროიდების ოჯახის მაგმურ ქანს წარმოადგენს. ის ჩრდილოეთ ამერიკაში, ლაბრადორის ნახევარკუნძულზეა აღმოჩენილი. რას ამბობენ ეზოთერიკოსები ლაბრატორიტი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დამცავი ქვაა.  ზოგიერთი ტრადიციით ლაბრადორიტს სახლის კარის ზღურბლქვეშ ათავსებდნენ, რომ ოჯახში ვერ შეეღწია ავი ზრახვების მქონე ადამიანს. სხვა ტრადიცით ლაბრადორიტის ქვა, როგორც ოჯახის საუკეთესო დამცველი, გამოსაჩენ ადგილას უნდა მოთავსებულიყო, რომ მისი ძალა მთელ სახლს მისწვდომოდა და ოჯახის ყველა წევრს ყოველთვის დაენახა. ლაბრადორიტი იცავს მფლობელს ხიფათისაგან. ამიტომ ის საუკეთესო თილისმაა მათთვის, ვისაც უყვარს ან უწევს სარისკო საქმის კეთება. თუ ადამიანს წინასწარმეტყველების უნარი გააჩნია, ლაბრადორიტი დაეხმარება ამ უნარის გაძლიერებაში. ლაბრადორიტი მაძიებელი, მაგრამ მიწაზე მყარად მდგომი ადამიანების თილისმაა, რადგან ხელს უწყობს  მოვლენების  სწორად გაანალიზების, სწორი პროგნოზების კეთების უნარს, აძლიერებს ადამიანის შემოქმედებით მხარეს. რას ამბობენ ასტროლოგები ლაბრადორიტი ყველაზე მეტად შეესაბამება ლომის, მორიელისა და მშვილდოსნის  ნიშნის ქვეშ დაბადებულებს.     
{s_blog_read_more}

ფირუზი უძველესი დროიდან პოპულარულ ძვირფას ქვას წარმოადგენს. ის ევროპაში აბრეშუმის გზით შედიოდა თურქეთის გავლით (აქედან მისი ინგლისური სახელწოდება “Turquoise”).  ის ალუმინის და სპილენძის ფოსფატს წარმოადგენს. ქიმიური ფორმულა CuAl6(OH)2[PO4]·4H2O .    რას ამბობენ ეზოთერიკოსები   ფირუზი გამარჯვების, წარმატების და ბედნიერების ქვაა. აღმოსავლეთში   ფირუზი მეომრების თილისმად ითვლებოდა. ფირუზით ხშირად ამკობნდენ ხმლის ვადას და ქარქაშს. ამავე დროს, ფირუზი დაკავშირებულია ძალაუფლებასთან, ლიდერობასთან, სამართლიანობასთან. ის ძალას მატებს ბოროტებასთან მებრძოლ ადამიანებს. ფირუზი მაშინ ეხმარება მფლობელს, თუ ის კეთილსინდისიერი და ღირსეული ადამიანია. წინააღმდეგ შემთხვევაში,  პრობლემების შექმნაც შეუძლია. ფირუზი ხელს უწყობს შინაგან პროცესებზე კონცენტრაციას, ძველი, გადაუჭრელი პრობლემების მოსაგვარებლად ახალი გზების მიგნებას, საუკეთესო დამხმარეა მედიტაციის დროს და ზუსტი მეცნიერებით დაკავებული ადამიანებისთვის. ფირუზის ტარება რეკომენდებულია გამბედავი და რისკიანი ადამიანებისთვის. ფირუზი სასიკეთო გავლენას ახდენს ოჯახის მატერიალურ მდგომარეობაზე და ფსიქოლოგიურ ატმოსფეროზე.    რას ამბობენ ასტროლოგები ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ყველაზე მეტად შეესაბამება ფირუზი: კურო, მორიელი, მშვილდოსანი, მერწყული და თევზები.  
{s_blog_read_more}